მთავარიაზიანეპალისამდღიანი არეულობის შემდეგ ნეპალში ვითარება სტაბილურია

სამდღიანი არეულობის შემდეგ ნეპალში ვითარება სტაბილურია

ნეპალში ვითარება სამდღიანი მასშტაბური არეულობის შემდეგ სტაბილურია. ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში ჯარია გამოსული, რომელიც მოქალაქეებს მართლწესრიგის აღსადგენად სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. დამწვარია ნეპალის პარლამენტისა და სახელმწიფო უწყებების სხვა შენობები. აღდგა ქვეყნის აეროპორტის მუშაობაც, თუმცა ძალაშია კომენდანტის საათი.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ნეპალის არმიის მეთაურმა დემონსტრანტებს დიალოგისკენ მოუწოდა. მათი თქმით, პროტესტის მიზანი არის ხელისუფლებაში მოვიდეს „გამჭვირვალე და სტაბილური“ მთავრობა, რომელიც ერის სამსახურში იქნება.

8 სექტემბერს თანამდებობები და ნეპალიც დატოვეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. პოსტი დატოვა ქვეყნის პრეზიდენტმაც. ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობებს ორი ციხიდან 800-მდე პატიმრის გაქცევის შესახებ.

ნეპალში მასშტაბური დემონსტრაციები 7 სექტემბერს დაიწყო. ქვეყნის უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხელისუფლებამ სოციალური ქსელების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად კი დასახელდა მათი მმართველი კომპანიების უარი სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის გავლის თაობაზე.

პოლიციასთან შეტაკებებისას დაიღუპა, სულ მცირე, 22 პირი. გადადგომამდე ხელისუფლებამ გააუქმა სოციალური ქსელების აკრძალვის გადაწყვეტილებაც.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend