კატეგორიები

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 919-მდე გაიზარდა, 4793 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 919-მდე გაიზარდა, 4793 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა
ნეპალის ხელისუფლება მოქალაქეებს მორიგი წყალდიდობის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ურჩევს, ფხიზლად იყვნენ მას შემდეგ რაც ბჰოტეკოშის მდინარეზე წყლის დონე მატულობს.  

ნეპალში დაკარგული ადამიანების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, და 4200-ზე მეტ მოქალაქე შეადგინა. წინა დღის დაკარგულთა საერთო რაოდენობა  2500-ზე მეტი იყო. ჩინეთიდან მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა ამჟამად 919-ს შეადგენს, საზღვრის ორივე მხარეს 4793 პირი დაკარგულად მიიჩნევა.  

„ზოგჯერ მთავრობა ამბობს, რომ წყალდიდობა მოდის, და ამის გამო უფრო შემაღლებულ ადგილას უნდა გავიქცეთ, თუნდაც ღამით ან წვიმის დროს. რაღაც დროის მერე ვბრუნდებით, ვამზადებთ საჭმელს, ვჭამთ და შემდეგ ისევ გავრბივართ შემაღლებულ ადგილას. ასე ხდება. ეს მართლაც რთულია. მე 72 წლის მამა და 70 წლის დედა მყავს. დაღლილი ვარ მათი ტარებით. ასეთია ცხოვრება მათთვის, ვინც გადარჩა და ცოცხალია.“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი და დაზარალებული გოვინდ შრეშტა.

ამასთან 24 საათიან რეჟიმში გრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამძებრო-სამაშვეო სამუშაოები. გარე სამყაროს მოწყვეტილ რაიონებში კი დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას ვერტმფრენებით და დრონებით აწვდიან.

საგანგებო დახმარების ცენტრებში, დაკარგულთა ოჯახის წევრები მათი ახლობლების ადგილსამყოფელის დადგებას ცდილობენ, რადგან კვლავ იზრდება დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი.

ამავდროულად გრძელდება ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში ჩარჩენილი 900-ზე მეტი დაკარგული თანამშრომლის ინტენსიური სამაშველო სამუშაოები.

„წყალდიდობამდე სულ რაღაც ხუთი წუთით ადრე გავიგე. ყვითელი ფერის ვერტმფრენი, რომელიც დიდ ხმაურს გამოსცემდა, სახლს მოუახლოვდა. ზედა სართულზე ვიყავი და ვერტმფრენის სანახავად გამოვედი. დედაჩემი, ჩემი ორი ვაჟი და  მეუღლე ქვედა სართულზე სადილობდნენ. როდესაც გარეთ გავიხედე, სახლიდან 500 მეტრის დაშორებით ძლიერი ხმაური გაისმა და უცებ მეგონა, რომ ვერტმფრენი ჩამოვარდა, არადა თურმე წყალდიდობა ყოფილა. ქვემოთ ჩავედი, დედა ხელში ავიყვანე და ბიჭებს ვუთხარი მეუღლე წამოეყვანათ და ყველა ჯუნგლებისკენ გავიქეცით, ალბათ, სულ რაღაც 100 მეტრის სიმაღლეზე ავედით. ყველაფერი დავკარგე: ჩემი სახლი, ჩემი მანქანა, ჩემი ფერმა. ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა.“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული, კუმარი.

ნეპალში, ტიბეტის საზღვართან ახლოს, ჰიმალაის მთებში მყინვარის ჩამონგრევამ 26 აგვისტოსს კატასტროფული წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რამაც ტრიშულისა და ბჰოტეკოშის მდინარეების სისტემების გასწვრივ სოფლები და ქალაქები დაფარა და გაანადგურა.

დაკავშირებული ამბები
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 919-მდე გაიზარდა, 4793 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა ნეპალის დროებითმა პრემიერ-მინისტრმა დაშავებული მომიტინგეები მოინახულა