მთავარიEuropean Union„ევროპა ახლა იბრძვის და ეს ჩვენი მომავლისთვის ბრძოლაა” - ურსულა ფონ დერ...

„ევროპა ახლა იბრძვის და ეს ჩვენი მომავლისთვის ბრძოლაა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

„ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს” – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ასე გამოეხმაურა ის რუსეთის მხრიდან პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას.

მან რუსეთის თავდასხმას ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე უპრეცედენტო და უგუნური უწოდა.

„პუტინის გზავნილი მკაფიოა. ჩვენ გზავნილიც ნათელი უნდა იყოს”,- თქვა ევროკომისის პრეზიდენტმა და ყურადღება გაამახვილა იმ ზომებზე, რომელთა მიღებასაც ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ გეგმავს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ევროპა ახლა იბრძვის და კონტინენტმა უნდა იბრძოლოს, რადგან ეს მომავლისთვის ბრძოლაა..

„ევროპა ახლა ბრძოლაშია და ეს არის ბრძოლა, ბრძოლა ერთიანი და მშვიდობიანი კონტინენტისთვის. თავისუფალი და დამოუკიდებელი ევროპისთვის, ბრძოლა ჩვენი ღირებულებებისა და დემოკრატიებისთვის, ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარისთვის. არ შეცდეთ – ეს ჩვენი მომავლისთვის ბრძოლაა”, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ყოველწლიური მიმართვისას.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები ახსენა.

„ევროპა ეს იდეაა — თავისუფლებისა და ერთობის იდეა. სწორედ ეს იდეა ამოძრავებდა თაობას 1989 წლის შმდეგ, როდესაც აღმოსავლეთი და დასავლეთი გაერთიანდა და ეს იდეა ახლაც ისეთი ძლიერია, როგორც იყო მაშინ.

სწორედ ამიტომ მომავალ წევრ სახელმწიფოებს ვეხმარებით, დაუახლოვდნენ ჩვენს კავშირს.

ვდებთ ინვესტიციებს, მხარს ვუჭერთ რეფორმებს, ინტეგრაციას ერთიან ბაზარზე.

ამ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ტემპი, რადგან მხოლოდ ერთიან და ხელახლა გაერთიანებულ ევროპას შეუძლია იყოს დამოუკიდებელი ევროპა.

უფრო დიდი და ძლიერი კავშირი ყველა ჩვენგანის უსაფრთხოების გარანტიაა და რადგან, უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის მომავალი ჩვენს კავშირშია. მოდით, ევროპის შემდეგი გაერთიანებას ფრთები შევასხათ”, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend