კატეგორიები

სასამართლომ აქტივისტი ლაშა დგებუაძე 5000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ აქტივისტი ლაშა დგებუაძე 5000 ლარით დააჯარიმა

რუსთაველის გამზირზე 2 სექტემბერს დაკავებული აქტივისტი, ლაშა დგებუაძე, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.

დღესვე გამოცხადდა გადაწყვეტილებები აქტივისტების: თათია აფრიამაშვილის, ნენე გაბლაიას, რუსუდან და ნუცა მაღრაძეების ადმინისტრაციულ საქმეებზე.

2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 დემონსტრანტი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რომლებიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ამ 23 დემონსტრანტისგან ნაწილის განაჩენი უკვე გამოცხადებულია. მათგან ერთ-ერთს, ალბი კორძაიას, სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები