კატეგორიები

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში „დანაშაულის სტატისტიკა კლებადია“

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში „დანაშაულის სტატისტიკა კლებადია“
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ბოლო თვეებში ნარკორეალიზატორების დასაკავებლად ჩატარებულ სპეცოპერაციებზე.

მან წარმატებული უწოდა „ქართული ოცნების“ „ანტინარკოტიკულ რეფორმას“, ასევე ისაუბრა ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის სტატისტიკაზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში „გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენცია“:

„ბოლო 3 თვეში „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რომ ავიღოთ, შარშან, ამავე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი… ჩვენ აქაც გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება და ის სტატისტიკა, რომელიც წარმოგიდგინეთ, სწორედ ამის გამოხატულებაა. ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას…

ბოლო სამ თვეში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 პირი. რეალურად, საუბარია მსხვილ ნარკორეალიზატორებზე, რომლებიც დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის, პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების კუთხით…“

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები