კატეგორიები

მთავრობა პრემიას გამოუყოფს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს

მთავრობა პრემიას გამოუყოფს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს პრემიას გამოუყოფს.

კერძოდ, მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევრობასკეტზე მიღწეული წარმატებისთვის კალათბურთელებს სამი მილიონი ლარი გადაეცემათ. მისივე განმარტებით, ბიუჯეტიდან იგივე თანხა გამოიყოფა ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვისაც.

„იქიდან გამომდინარე, რომ კალათბურთში გვაქვს ისტორიული შედეგი, მინდა, ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც. ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის. ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე, დავაწესებთ 3 მილიონ ლარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

7 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა „ევრობასკეტ 2025“-ის მერვედფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხა ანგარიშით 80:70. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი 10 სექტემბერს ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები