კატეგორიები

„ფესტივალის იდეალური ფორმულა” – მევიოლინე იამენ საადი წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის შესახებ…

„ფესტივალის იდეალური ფორმულა” – მევიოლინე იამენ საადი წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის შესახებ…

წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის მე-5 დღეს კამერული დარბაზი მევიოლინე იამენ საადსა და პიანისტ ჟულიენ კანტანს დაეთმო.

მსმენელისთვის მათ გაბრიელ ფორეს, ფრიც კრაისლერისა და ედვარდ გრიგის ნაწარმოებები შეასრულეს.

„პირველად ვარ წინანდალში. აქ შესანიშნავი მსმენელია – ყოველთვის ენთუზიაზმით აღსავსე. მუსიკოსები კი ნამდვილად მსოფლიო დონის არიან. და რაც მთავარია, ისინი არიან არამარტო შესანიშნავი მუსიკოსები, არამედ საოცარი ადამიანებიც. სწორედ ეს არის ფესტივალისთვის იდეალური ფორმულა”, – ამბობს მევიოლინე იამენ საადი.


.

წინანდალში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მე-5 დღეს, მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებთან ერთად, ქართველმა პიანისტებმა გიორგი გიგაშვილმა და ცოტნე ზედგინიძემ დაუკრეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები