კატეგორიები

ანრი კაკაბაძემ საპატიმრო დატოვა

ანრი კაკაბაძემ საპატიმრო დატოვა
ბათუმელი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში სამ სხვა სტუდენტთან და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანთან ერთად ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თავისუფალია. მან საპატიმრო დღეს, 8 სექტემბერს დატოვა.

25 ივლისს ანრი კაკაბაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასთან ერთად დაკავებული მამუკა ჯორბენაძე, გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე სასამართლომ 28 იანვრის სხდომაზე გაათავისუფლა – მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. რაც შეეხება განაჩენს – მათ სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა.

საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდება პროფესორსა და ოთხ სტუდენტს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებოდა.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები