კატეგორიები

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მე-3 დღე

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მე-3 დღე
წინანდლის ისტორიული მამულში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება.

ფესტივალის მე-3 დღეს კამერული მუსიკის დარბაზში მევიოლინე მარკ ბუშკოვი და პიანისტი ჟულიენ კანტანი წარდგნენ მუსიკის მოყვარულთა წინაშე. მათ სერგეი პროკოფიევის, კლოდ დებიუსის და სეზარ ფრანკის ნაწარმოებები შეასრულეს. საღამოს კონცერტზე კი სცენაზე პიანისტი სერ ანდრაშ შიფი ავიდა.

კლასიკური მუსიკის მოყვარულებს გამორჩეული მუსიკოსების მოსმენის შესაძლებლობა წინანდლის მამულში 10 დღის განმავლობაში ექნებათ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები