წინანდლის ისტორიული მამული კლასიკური მუსიკის ფესტივალის მე-2 დღეს მსმენელის წინაშე ნიკოლაი ლუგანსკი წარდგა.
ამფითეატრში შეკრებილი მსენელისთვის მან ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, რობერტ შუმანის, რიხარდ ვაგნერისა და ფერენც ლისტის ნაწარმოებები შეასრულა.
კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული მუსიკოსების მოსმენის შესაძლებლობა წინანდლის მამულში დღის განმავლობაშიც ჰქონდათ – პიანისტ ნიკოლაი ლუგანსკის გარდა მსმენელის წინაში კიდევ 7 მუსიკოსი წარდგა.
წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი 4 სექტემბერს საზეიმოდ გახსნა პანკავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, რომელსაც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა ხელმძღვანელობდა. წინანდლის სცენაზე ორკესტრს შეუერთდა პიანისტი ბეჰზოდ აბდურაიმოვი.
