კატეგორიები

უკვე 4 წელია, რაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი კვლევითი მიმართულება ფეხბურთია

უკვე 4 წელია, რაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი კვლევითი მიმართულება ფეხბურთია

ზუსტად 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი კვლევითი მიმართულება ფეხბურთი გახდა. ამ საკითხთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულების კამპუსში პრესკონფერენცია ჩატარდა.

უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით კერესელიძეს თქმით, „ფეხბურთი ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და არის მთავარი იარაღი, რომ ნიუ ვიჟენმა საზოგადოების განვითარებაში მოკრძალებული წვლილი შეიტანოს”.

ნიუ ვიჟენი საქართველოში „ინტერის საფეხბურთო აკადემიის” დამაარსებელიც არის. სულ მცირე ხანში კი აკადემიის მეორე ბაზის გახსნა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქობულეთში იგეგმება.

„დღეს შესრულდა 4 წელი, რაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ფეხბურთშია. 4 წელი შეიძლება არ არის დიდი დრო, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია იქიდან გამომდინარე, რომ დავრწმუნდით ამ გადაწყვეტილების სისწორეში და, რომ ამ მიმართულებით საქმიანობა ძალიან კარგი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ სწორი მიდგომები.

აქ თქვენ ნახეთ 3 ძირითადი პრიორიტეტი, რაც ჩვენ გამოვყავით. მათ შორის ერთ-ერთია პატივისცემაზე დამყარებული საზოგადოების ჩამოყალიბება. თუ ჩვენ შევძლებთ ფეხბურთში პატივი ვცეთ ერთმანეთს, მოწინააღმდეგეს, მსაჯებს და ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს, შესაძლებელი იქნება, რომ ეს პატივისცემა შემდგომში გადავიტანოთ თუნდაც საკუთარ ოჯახში, საკუთარ სოფელში. და ამიტომ საბოლოო ჯამში, სახელმწიფოც უფრო განვითარდება და უკეთესი გახდება ტოლერანტობის, განსხვავებული აზრის მიმღეობისა და ბევრი სხვა დასავლური ღირებულების მიმართ”, – ამბობს დავით კერესელიძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები