კატეგორიები

ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის დამაკავშირებელი სამუშაოები დასრულდა

ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის დამაკავშირებელი  სამუშაოები დასრულდა
ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის დამაკავშირებელი სამუშაოები დასრულდა. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დაიყო. როგორც თბილისის მერი,

კახა კალაძე ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ მონაკვეთზე უბედური შემთხვევები ძალიან ხშირად ხდებოდა. მისი თქმით, „აღნიშნული გადაწყვეტილებით კვანძი სრულიად მოწესრიგდა.“

„დღეს კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. ეს არის ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის დამაკავშირებელი კვანძის მოწყობითი სამუშაოები. აღნიშნული პროექტით გადაადგილება უფრო თავისუფლად შესაძლებელი გახდა. ეს იყო ერთ-ერთი რთული და მძიმე მონაკვეთი.

ინფორმაცია, რომელიც გვქონდა მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციიდან – ძალიან ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები. და შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით მთლიანად მოწესრიგდა კვანძი, გაკეთდა ზებრა გადასასვლელები, გაჩნდა ტროტუარები“, – თქვა კახა კალაძემ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები