კატეგორიები

ევროკავშირის ახალი კვლევით, ბლოკში გაწევრებას საქართველოს მოქალაქეების 74% უჭერს მხარს

ევროკავშირის ახალი კვლევით, ბლოკში გაწევრებას საქართველოს მოქალაქეების 74% უჭერს მხარს

„2025 წლის ყოველწლიური კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს“, – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, დღეს რომ საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდეს, მოსახლეობის 74% ევროკავშირში გაწევრებას მხარს დაუჭერდა. ამასთან, კვლევის მიხედვით, 80% მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე სანდო საერთაშორისო პარტნიორად რჩება და მას საქართველოს მოსახლეობის 67% ენდობა.

„ციფრების მიღმა, მოქალაქეები ევროკავშირის წევრობას აღიქვამენ როგორც გზას მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, შვილების უკეთესი მომავლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. ეს შედეგები ცხადყოფს, რომ ევროკავშირი–საქართველოს პარტნიორობა მხოლოდ პოლიტიკური არაა, ის ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის სურვილსა და მისწრაფებებს“, – ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები