კატეგორიები

არასამთავრობო ორგანიზაციების მორიგი სარჩელი სტრასბურგში

არასამთავრობო ორგანიზაციების მორიგი სარჩელი სტრასბურგში

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის სარჩელი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ.

„ჩვენ ვდავობთ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და ჩვენი საქმიანობის შეჩერება, რომ ვეღარ შევძლოთ ადამიანების დახმარება“, –  წერია სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებაში.

მოსარჩელე მხარის ცნობით, საჩივარი შეეხება როგორც კანონმდებლობას, ასევე ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს. მაგალითად, ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან დაწყებულ მოკვლევას.

სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ და „სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისათვის” ერთობლივად მიმართეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები