კატეგორიები

სუსის ახალ უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს

სუსის ახალ უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ ახალი მოადგილეები წარადგინა.

უწყების ინფორმაციით, სუსის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა.

სუსის უფროსის დანარჩენ მოადგილეებად ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.

მამუკა მდინარაძემ 3 სექტემბერს პარლამენტის მიერ თანამდებობაზე დამტკიცებისთანავე განაცხადა, რომ სუსში საკუთარი კადრებით მიდის.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები