მაშინ, როდესაც საქართველოში ისმის გზავნილები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „კავკასიის ბარომეტრი“ ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, თუკი ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შეჩერდება, მოქალაქეთა უმრავლესობა პასუხისმგებლობას აკისრებს „ქართულ ოცნებასა“ და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
გამოკითხულთა მცირე ნაწილმა ევროკავშირისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც მიუთითა, თუმცა არც ერთმა მათგანმა – ე.წ. „დიფ სთეითის“ – მას თვეებია, რაც „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ ასახელებს. „კავკასიის ბარომეტრის“ თანახმად, თუკი ევრობლოკმა უვიზოდ მიმოსვლა შეაჩერა, ეს მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი იქნება.
საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკურ მმართველობებს შორის არც ისე კარგი ურთიერთობების ფონზე, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ემხრობა საქართველოს ევროინტეგრაციას. „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევით, მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა.
ორგანიზაციამ კვლევა 2025 წლის 8-12 აგვისტოს პერიოდში, სატელეფონო ინტერვიუს მეშვეობით ჩაატარა. გამოიკითხა 1 333 რესპონდენტი, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. კვლევის დამკვეთი „სამოქალაქო საზოგადოების ფონდია“, ხოლო დამფინანსებელი – ევროკავშირი. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 1.56%-ს შეადგენს.
