მთავარისაქართველოკახა კალაძემ ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები წარადგინა

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები წარადგინა

კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის მიერ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები წარადგინა. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტების შესახებ  პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა. მან განაცხადა, რომ თბილისის მერია რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირების, ასევე, კოჯრის გზატკეცილის, ბელიაშვილის, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილი ქუჩების რეაბილიტაციას გეგმავს.

პრეზენტაციაზე თბილისის მოქმედმა მერმა და „ ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მერია ხუთი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. ესენია: ინფრასტრუქტურის პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა და ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა.

„მოსახლეობა კარგად ხედავს, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი დედაქალაქი უკეთესობისკენ ბოლო წლების განმავლობაში, რა პროექტები განხორციელდა. ძალიან მიხარია, როცა ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით მოქალაქეებს და ისინი მადლიერებას გამოხატავენ“, – თქვა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend