კატეგორიები

ნიკა კაცია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ნიკა კაცია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ედებოდა. ეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ნიკა კაცია ცხრა თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და მის სისხლის სამართლის საქმეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებდა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები