მომავალი წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა იქნება, მუნიციპალიტეტი კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ ნაწილში არსებულ უძრავ ქონებას სრულად გამოისყიდის.
თბილისის მერის განცხადებით, თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობები უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, კახა კალაძემ სხვა საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე, თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყებაზე და სხვა.
“თბილისის ისტორიულ ნაწილში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობები უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი. ეს არის ჩვენი ქალაქის იდენტობის, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მოგვეძებნა ამ პრობლემის გადაჭრის სწორი და გრძელვადიანი გზა. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება და რომელიც თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია სამართლიანობაზე და მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე. აღნიშნული წესის მიხედვით, მუნიციპალიტეტი მოსახლეობის სრული, 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას“,