„ლელო-ძლიერი საქართველოსა” და პარტია „გახარია საქართველოსთვის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლანა გალდავა იქნება.
სპეციალურ ღონისძიებას მოქალაქეები და პარტიის ამომრჩევლებიც დაესწრნენ. ლიდერებმა საარჩევნო პროგრამისა და გუნდის ხედვების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე განიხილეს მთაწმინდის რაიონში არსებული პრობლემები.
ალეკო ელისაშვილმა მოქალაქეებთან ავარიული შენობების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ მთაწმინდის რაიონში დგას.
„ამ 12 წლის განმავლობაში აბსოლუტურად შეიძლებოდა ავარიული შენობების რეაბილიტაცია. თბილისი უნდა დავიბრუნოთ, მთაწმინდაც უნდა დავიბრუნოთ, საბურთალოც, მთელი საქართველო… ვიღაცებს ამის თქმის ეშინიათ იმიტომ, რომ არ სჯერათ”, – უთხრა ამომრჩევლებს ალეკო ელისაშვილმა.
