კატეგორიები

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის კითხვარი შეავსო

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის კითხვარი შეავსო
საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიას უდასტურებს, რომ საქართველოს მიერ უვიზოდ მიმოსვლასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გუშინ მიეწოდა.

ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 8 რეკომენდაცია ივნისში განუსაზღვრა. შესრულების ვადად კი ამავე წლის 31 აგვისტო დაუწესა.

რეკომენდაციები დემოკრატიასთან დაკავშირებულ გამოწვევას ეხება, რაც ევროპული ღირებულებების ფუნდამენტური საფუძველია. მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ევროკავშირში, სხვა ზომებთან ერთად, საქართველოსთვის უვიზოდ მიმოსვლის პრივილეგიის შეჩერებასაც განიხილავენ.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები