კატეგორიები

საფრანგეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

საფრანგეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო იქნება. განცხადებას საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საელჩოს თანახმად, ოლივიე კურტო „ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა შეიარაღებული ძალების სამინისტროში. იმსახურა ლისაბონში, ანკარაში, ამანში, ალჟირსა და აბუ-დაბიში პირველი მდივნის, მრჩევლის, ხოლო შემდეგ პირველი მრჩევლის თანამდებობებზე“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოლივიე კურტოს საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნის განკარგულება 7 აგვისტოს გამოსცა.

მან თანამდებობაზე შერაზ გასრი ჩაანაცვლა. იგი საქართველოში საფრანგეთის ელჩის პოსტს 2022 წლიდან იკავებდა.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები