მთავარისაქართველო„მიმდინარე წლის 6 თვეში 2 860 საგზაო შემთხვევა მოხდა”- ეკა ლალიაშვილი

„მიმდინარე წლის 6 თვეში 2 860 საგზაო შემთხვევა მოხდა”- ეკა ლალიაშვილი

2025 წლის იანვარ-ივნისის საგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე დღეს, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2,860 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3,816 ადამიანი დაშავდა, 216 კი დაიღუპა.

ეკა ლალიაშვილმა ავარიებისა და ლეტალობის გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მან ავტოკატასტროფის შემთხვევების გამომწვევ ძირითად მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, თუ რა უნდა გაკეთდეს ვითარების გამოსასწორებლად.

“მიმდინარე წლის 6 თვეში იანვარ-ივნისში, 2 860 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 3816 პირი და 216 დაიღუპა. ეს მონაცემები წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით არის საკმაოდ გაზრდილი და საგანგაშოა განსაკუთრებით ლეტალობა რომელიც 20 %-ით არის გაზრდილი”- აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend