მთავარისაქართველო„კორონავირუსი ახლა არის უპირატესი ვირუსი” - ივანე ჩხაიძე

„კორონავირუსი ახლა არის უპირატესი ვირუსი” – ივანე ჩხაიძე

ზაფხულში საქართველოში გავრცელებულ ვირუსებზე, ახალ სეზონზე მოსალოდნელ ინფექციებსა და გრიპის ვაქცინის მნიშვნელობაზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ აგვისტოში კორონავირუსის შემთხვევის რაოდენობა გაიზარდა, თუმცა გავრცელებული კოვიდ19 „ომიკრონის“ ერთ-ერთი ვარიანტი იყო და ის მდგომარეობის დამძიმებით არ ხასიათდება.

მისი განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გარდა სხვა ვირუსებიც ცირკულირებდა. ივანე ჩხაიძემ თქვა, რომ სექტემბერში რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატებას არ ელიან, თუმცა იგი ვარაუდობს, რომ ნოემბერში ვირუსები უფრო მეტად გავრცელდება.

“ბოლო კვირის მონაცემი, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიუთითებს, რომ კორონავირუსი ახლა არის უპირატესი ვირუსი და როგორც იმ პაციენტებთან ვისაც სჭირდება სტაციონარიზაცია, ისე იმ პაციენტებთან ვისაც მხოლოდ ამბულატორული მართვა სჭირდება, წამყვანი კორონავირუსია. ჯამური რაოდენობა ორივე მიმართულებით არის 71 პროცენტი და გარდა ამისა არის ის ვირუსები რომლებიც ტრადიციულად ჩვენი სტატისტიკის შესაბამისად აგვისტოს თვეში არის. განაწილება შეიცვალა სტრუქტურა არის შეცვლილი მაგრამ ამ სტრუქტურის შეცვლას არ გამოუწვევია არც ზოგადი მიმართვიანობის გაზრდა ამბულატორულ დაწყებულებებში და არც სტაციონარული პაციენტების რაოდენობა გაზრდილა. ომიკრონის ერთ-ერთი ქვევარიანტია გავრცელებული და მას არ ახასიათებს დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, მდგომარეობის დამძიმება. ისეთი ტიპის ვირუსია რომელმაც ძირითადად შეიძლება გაციების მსგავსი სიმპტომატიკა გამოიწვიოს. მოლოდინი რომ სექტემბერში იმის გამო რომ ბაღები და სკოლები დაიწყებს მუშაობას გაიზრდება რესპირაციული ვირუსული ინფექციების როდენობა რა თქმა უნდა არა გვაქვს, ამის უკან ჩვეულებრივი სეზონური ფაქტორებია გასათვალისწინებელი, ტემპერატურული ფაქტორია გასათვალისწინებელი ასე რომ იმ მრავალწლიანი სტატისტიკის შესაბამისად ალბათ ნოემბრის თვე იქნება ის პერიოდი, როცა ჩვენ შეიძლება გვქონდეს მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატება და ამ თვალსაზრისით ალბათ წლევანდელი წელიც გამორჩეული არ იქნება”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend