მთავარიევროპაბელარუსიბელარუსში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

ბელარუსში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

31 აგვისტოს ბელარუსის ქალაქ ვიტებსკში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები საზეიმო ცერემონიით გაიხსნა.

ერთკვირიან სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ კონტინგენტები რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან.

ბელარუსის გაერთიანებული შტაბის უფროსმა პაველ მურავეიკომ განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების შენაერთების წინაშე არსებული ამოცანები მარტივი შესასრულებელი უნდა იყოს, რადგან მისივე შეფასებით, მათ სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის შეფასებისა და ოპერაციების წარმოების შესახებ ერთიანი ხედვა აქვთ.

„საწვრთნელი სცენარები ორ ეტაპს ითვალისწინებს. პირველი არის ავტონომიური ეროვნული კონტინგენტების მუშაობა ერთი კონკრეტული ოპერატიული დავალების შესრულებაზე, რაც წვრთნების დროს უზრუნველყოფს კონკრეტული გეგმის განხორციელებას. მეორე არის შერეული კონტინგენტების მიერ ამოცანების ერთდროულად გადაჭრა. ჩვენთვის ამ მიდგომების განხორციელება ძალზედ მარტივია, რადგან ფაქტობროვად ერთი და იგივე სკოლა გვაქვს გავლილი და გვაქვს ერთიანი ხედვა სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის შეფასებისა და ოპერაციების წარმოების შესახებ“, – აცხადებს ბელარუსის გენერალური შტაბის უფროსი, პაველ მურავეიკო.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლების პირველ ნახევარში შეიქმნა. რუსეთის გარდა მასში შედის სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend