მთავარისაქართველოსასამართლოში ალექსი ახვლედიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს

სასამართლოში ალექსი ახვლედიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის საქმეს განიხილავს. დღეს უნდა გადაწყდეს გადავა თუ არა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე. საქართველოს პროკურატურა ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ, 7 ივლისს, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში, თვითმკვლელობა სცადა.

ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაოც აქვს შეფარდებული. დღეს მისმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა მედიასთან განაცხადა, რომ ის სხდომაზე საქმის შეწყვეტას მოითხოვს. მისივე თქმით, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, წერილი, რომელიც მისი ჯიბიდან ამოიღეს, თავად დაწერა. ადვოკატმა თქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მას რამდენიმე დღის წინ გადასცეს. დღესვე მედიასთან კომენტარი თავად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმაც გააკეთა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ალექსი ახვლედიანს სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend