კატეგორიები

საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის სასამართლოზე დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოუსმინეს

საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის სასამართლოზე დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოუსმინეს

საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე დღეს, 26 აგვისტოს მორიგი სხდომა გაიმართა, თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვა თქვა დაცვის მხარემ.

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ პოლიციელების ჩვენებებზეც, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ იციან, თუ ვინ მიაყენათ მათ ზიანი. მისივე განცხადებით, ვიდეოებში ჩანს ისიც, თუ როგორ იმუქრებიან და როგორ აყენებენ სამართალდამცველები შეურაცხყოფას პროტესტის მონაწილეებს…

ასევე, დღევანდელ სხდომაზე ლუკა ჯაბუას ადვოკატმა თქვა, რომ არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ ლუკა ჯაბუა რაიმეს ისვრის პოლიციელების მიმართულებით. მისივე სიტყვებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება მისივე სამოქალაქო აქტივობას უკავშირდება.

ამის შემდეგ, დასკვნითი სიტყვა თქვა ირაკლი ქერაშვილის ადვოკატმაც. რევაზ აჭარაძის განცხადებით, ირაკლი ქერაშვილს პირველ დეკემბერს ედავებიან დანაშაულის ჩადენას, თუმცა, მისივე თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ მის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულება პირველ დეკემბერს არის გადაღებული. სიტყვის უფლებით ისარგებლა ასევე რუსლან სივაკოვისა და სერგეი კუხარჩუკის ადვოკატმა ფიქრია მახარაძემაც. მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებები დამონტაჟებულია და პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტები – დაფარული…

სხდომას ბრალდებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 9-ა პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები