მთავარისაქართველოსაბა სხვიტარიძის საქმეზე სასამართლო განაჩენს 3 სექტემბერს გამოიტანს

საბა სხვიტარიძის საქმეზე სასამართლო განაჩენს 3 სექტემბერს გამოიტანს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 აგვისტოს გაიმართა საპროტესტო აქციებისას დაკავებული საბა სხვიტარიძის პროცესი. დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა.

წინა სხდომამდე აქტივისტს, პროკურატურა ედავებოდა პოლიციელზე თავდასხმას – რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, ბოლო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 24 ივლისს გაიმართა, ბრალი შეუმსუბუქეს და ახლა ედავებიან ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში,ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უმისოდ. საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს.

ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე 3 სექტემბერს გამოცხადებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend