პარტიამ „გირჩი“ იაგო ხვიჩია თბილისის მერობის, ხოლო ვიცე-მერობის კანდიდატად ალექსანდრე რაქვიაშვილი წარადგინა.
დასახელდა დედაქალაქის საკრებულოს წევრობის სამი კანდიდატიც: დათო ფანჯიკიძე, გიორგი გვენეტაძე და ეკა ონიანი.
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე ცნობილია თბილისის მერობის სამი კანდიდატის ვინაობა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ პოსტზე მესამედ წარადგინა კახა კალაძე.
პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციას „ლელო-ძლიერი საქართველო“ ერთობლივი კანდიდატი ჰყავთ – ირაკლი კუპრაძე.
ცესკოს თანახმად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას მიიღებს 14 პოლიტიკური სუბიექტი. რეგისტრაციაზე უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობის მსურველ 3 პარტიას. საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, მათ არ წარმოადგინეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.