კატეგორიები

ევროსაბჭო „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტის“ ამოქმედებას გაუმართლებლად ახასიათებს

ევროსაბჭო „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტის“ ამოქმედებას გაუმართლებლად ახასიათებს

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტის“ ამოქმედება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს” , – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭომ, ევროსაბჭოს ერთ-ერთმა ორგანომ გაავრცელა.

დასკვნაში წერია, რომ კანონის შინაარსი ბუნდოვანია და ვერ ასაბუთებს ფუნდამეტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე შეზღუდვების დაწესების საჭიროებას.

ექსპერტების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისიც, თუ რამდენად ისახავს კანონის გარკვეული პუნქტები რაიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.

გარდა ამისა, მათივე თქმით, კანონში მოცემულ ზომებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს. ვკითხულობთ, რომ კანონის ამოქმედება, ხელს შეუშლის არასამთავრობო ორგანიზაციებს ევრპულ სტანდარტებთან სრულიად თავსებადი მიზნების მისაღწევად უცხოური მხარდაჭერის მოძიებაში.

ვკითხულობთ, რომ გადაჭარბებულია კანონის შეუსრულებლობით დაკისრებული ჯარიმის ოდენობაც. კანონის ამოქმედება შეუსაბამო იქნება ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან. საბჭო მიიჩნევს რომ მიზანშეწონილია, კანონის და მისი დებულებების აღსრულებისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის გაუქმება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები