კატეგორიები

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია, ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. ეს კი გამოსაცდელთა დაახლოებით 88%-ია. სახელმწიფო გრანტის მოპოვება 6 500-ზე მეტმა მათგანმა შეძლო, 100%-იანი გრანტით სწავლას 1000 აბიტურიენტი გააგრძელებს. 70%-იანი გრანტით ისარგებლებს – 1 400-ზე მეტი გამოსაცდელი, 50%-იანი გრანტი კი – 4 000 – ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. ახლა ჩარიცხულებმა ხელშეკრულებებისთვის უკვე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა მიმართონ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით ცნობილია სახელმწიფოს მიერ დაფინანსნებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთა ვინაობაც, სულ ასეთი 5 000-მდე პირია. ამ სეგმენტში ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს – დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი.

NAEC-ის ინფორმაციით წელს გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ აბიტურიენტები და საგრანტო კონკურსის მონაწილეები. არამედ სამაგისტრო, მასწავლებლისა თუ მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისთვის რეგისტრირებულებიც. მათი შედეგები ცნობილი უკვე უახლოეს დღეებში გახდება.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები