მთავარისაქართველო25 აგვისტო მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

25 აგვისტო მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

25 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა.

ეროვნული გმირის წოდების მქონე პირველი ქალი 1921 წლის 19 თებერვალს დაიღუპა, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან, საბჭოთა საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს. 19 წლის მედდა ყუმბარის აფეთქებამ შეიწირა.

მამის, კოტე მაყაშვილისთვის წერილში ნახსენები ფრაზა – “გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – თაობათა ცვლის მიუხედავად, 104 წლის შემდეგაც მუხტის მიმცემია საზოგადოებისთვის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი და თავისუფალი მომავლისათვის იბრძვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend