ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქეთა გადმოყვანა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალიდან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა მათი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში რუსეთის ფედერაციიდან მომავალი 87 პირი იმყოფებოდა, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არა ვალიდური დოკუმენტებით და აცხადებდნენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები.
სამინისტროს ინფრომაციით ქართული და უკრაინული მხარეები თანამშრომლობას აგრძელებენ, რომ უახლოეს მომავალში იმ პირებმა, რომლებიც კვლავ საზარღვრო პუნქტზე იმყოფებიან, სამშობლოში დაბურნება შეძლონ.
