მთავარისაქართველო„მომავლის გუნდი” – საქართველოში ხელბურთის ესპანელი მწვრთნელები უკვე მეორედ იმყოფებიან

„მომავლის გუნდი” – საქართველოში ხელბურთის ესპანელი მწვრთნელები უკვე მეორედ იმყოფებიან

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პროექტი სახელწოდებით “მომავლის გუნდი” გრძელდება.

ამჯერად, 16 წლამდე გოგონებისა და ბიჭების გუნდებს შეუერთდნენ 14 წლამდე ბიჭებიც და 10 დღის განმავლობაში, ესპანელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით ჩაატარებენ ვარჯიშებს.

ამ პროცესში კი ახალგაზრდა ხელბურთელები ინდივიდუალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე იმუშავებენ. ასევე, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით მოეწყობა სხვადასხვა ტესტი, ფიზიკური და ტექნიკური მონაცემების დასადგენად.

ამ პროგრამით თითოეულ ასაკობრივ ნაკრებში შერჩეული 20-20 საუკეთესო მოთამაშე, მომავალი ტურნირებისთვის მზადებას ესპანელი სპეციალისტების დატოვებული პროგრამით განაგრძობენ.

„ეს არის პროგრამა, რომელშიც ესპანელი მწვრთნელები ვართ ჩართული. პროგრამა გათვალისწინებულია ახალგაზრდული ნაკრებებისთვის. ამ კემპში მონაწილეობენ 2010 წელს დაბადებული გოგონათა და ვაჟთა ნაკრები და აგრეთვე 2012 წელს დაბადებული ვაჟთა ნაკრები.

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის ფარგლებში გვიწევს ქართველ ახალგაზრდა სპორტსმენებთან ურთიერთობა. საკმაოდ პერსპექტიული თაობაა, როგორც გოგოებში, ასევე ბიჭებში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ამ მოთამაშეებს შეეძლებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზონ“, -ამბობს პაუ კამპოსი, ესპანელი სპეციალისტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend