მთავარიევროპალიეტუვალიეტუვა ბელარუსის საზღვართან 90 კილომეტრს არასაფრენ ზონად აცხადებს

ლიეტუვა ბელარუსის საზღვართან 90 კილომეტრს არასაფრენ ზონად აცხადებს

ნატოს წევრმა ლიეტუვამ, ბელარუსთან საზღვართან, დედაქალაქთან ახლოს, 90 კილომეტრიანი (56 მილის) სიგრძის ფრენის აკრძალვის ზონა გამოაცხადა.

გადაწყვეტილება ვილნიუსში მას შმდეგ მიირეს, რაც დადასტურდა და რომ გასული თვის განმავლობაში ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრენის აკრძალვის ზონა ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებს საჰაერო სივრცის დარღვევებზე რეაგირების საშუალებას მისცემს.

ლიეტუვას რუსეთის ახლო მოკავშირე ბელარუსთან, 679 კილომეტრიანი (422 მილის) სიგრძის საზღვარი აქვს. დედაქალაქი ვილნიუსი საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.

საჰაერო ნავიგაციის ორგანოს თანახმად, ფრენის აკრძალვის ზონა მიწიდან 12 000 ფუტამდე (3.7 კილომეტრამდე) ვრცელდება. ამ ზონაში მყოფ საფრენ აპარატებს„შეღწევის შემთხვევაში “ჩაჭრა და/ან ჩამოგდება“ ემუქრებათ.

ლიეტუვამ ნატოს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაც სთხოვა მას შემდეგ, რაც ივლისში ქვეყანაში ბელარუსიდან ორი უპილოტო სამხედრო თვითმფრინავი, დრონები, ჩამოვარდა.

ბოლო ინციდენტის დროს, 28 ივლისს, ვილნიუსის თავზე 2 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით შეიარაღებული დრონი გადაფრინდა, სანამ საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, გერმანიის არმიის მიერ გამოყენებულ სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე ჩამოვარდებოდა.

10 ივლისს ლიეტუვაში ბელარუსიდან კიდევ ერთი „გერბერას“ ტიპის დრონი შევიდა, რის შედეგადაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუკასი და პარლამენტის თავმჯდომარე საულიუს სკვერნელისი თავშესაფრებში გადაიყვანეს, სანამ ხელისუფლება დაადგენდა, რომ დრონი საშიში არ იყო.

ბოლო დროს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე იუწყება პოლონეთიც. 21 აგვისტოს პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში მინდორში რუსული დრონი ჩამოვარდა, ინციდენტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პროვოკაციად შეაფასა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend