ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ფხენიანში ცერემონია გამართა, სადაც სახელმწიფო ჯილდოები გადასცა იმ ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინაში ბრძოლის შემდეგ დაბრუნდნენ და პატივი მიაგო დაღუპულებს.
ჩრდილოკორეულმა სახელმწიფო მედიამ ისინი „დიდ კაცებად, დიდ გმირებად და დიდ პატრიოტებად“ მოიხსენია.
ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინმა “სახელმწიფო გმირის“ წოდება მიანიჭა იმ მეთაურებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსულ ძალებთან ერთად იბრძოდნენ კურსკის სასაზღვრო რეგიონში.
მან ასევე მედლები განალაგა დაღუპული ჯარისკაცების პორტრეტებთან, რომლებსაც სახელმწიფო მედია „მოწამეებად“ მოიხსენიებს.
სამხრეთ კორეის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ გასული შემოდგომიდან რუსეთს დაახლოებით 15 000 ჯარისკაცი გაუგზავნა და დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკითაც მოამარაგა, მათ შორის არტილერიითა და ბალისტიკური რაკეტებით, რათა მხარი დაეჭირა პუტინის ძალისხმევისთვის უკრაინის წინააღმდეგ.