მთავარისაქართველოოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტია

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტია. ადგილობრივი Telegram-არხების ცნობით, მეორე დღეა, რიგებია ავტოგასამართ სადგურებთან. საწვავის დეფიციტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო „ენერგეტიკის მინისტრი“ ბატალ მუშბა.

მისი მტკიცებით, შექმნილ ვითარებას „არაფერი აქვს საერთო“ საწვავის ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან და მდგომარეობა ახსნა ზაფხულობით არსებული „ტრადიციული ლოგისტიკური სირთულეებით“.

დეფაქტო „ხელისუფლების“ წარმომადგენლის თქმით, საწვავი ოკუპირებულ რეგიონს მხოლოდ რუსეთიდან მიეწოდება, ამიტომ საგულისხმოა რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობასთან დაკავშირებული ბოლდროინდელი სირთულეები.

აფხაზეთის ე.წ. „ენერგეტიკის მინისტრი“ შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილო მოსახლეობას პასუხობს და ამბობს, რომ „არსებული სირთულეების სწრაფად მოსაგვარებლად რუს კოლეგებთან მუდმივი კონტაქტი აქვს“. მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონს უახლოეს დღეებში მიაწვდიან საწვავის ახალ პარტიას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend