კატეგორიები

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება.

უწყების თანახმად, ცვლილება დაეხმარება ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობას. ეს არის პროგრესირებადი მემკვიდრული გენეტიკური დაავადება, რა დროსაც ხშირია სასუნთქი გზების ინფექციები.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, ამ პაციენტებისთვის სახელმწიფო ოქტომბერსა და ნოემბერში, ეტაპობრივად შეისყიდის საინჰალაციო პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა საჭირო მედიკამენტებს. ჯანდაცვის უწყების თანახმად, იზრდება პაციენტებისთვის საჭირო სტაციონარული მომსახურების დაფინანსებაც.

უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, პროგრამის გაფართოებით მკვეთრად გაუმჯობსდება დაავადებების მართვა და შესაძლებელი გახდება შემდგომი გართულებების თავიდან აცილება.

მისივე განცხადებით, ეს უკვე მეორე ცვლილებაა, რომელიც 2025 წელს იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში განხორციელდა. კერძოდ, როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, ივლისში სამინისტრომ დაიწყო რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისათვის საჭირო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება.

უწყების ცნობით, პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ლარს შეადგენს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები