მთავარისაქართველოგიორგი ბაჩიაშვილის სავარაუდო ცემის საქმეზე თანამდებობა დატოვა ორმა მაღალჩინოსანმა

გიორგი ბაჩიაშვილის სავარაუდო ცემის საქმეზე თანამდებობა დატოვა ორმა მაღალჩინოსანმა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სავარაუდო თავდასხმის საქმეზე განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

უწყების თანახმად, „ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის შესაძლო ხელშეშლის გამო“, თანამდებობები დატოვეს მერვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგიბერაშვილმა და სპეციალური პენიტენციური სასამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გია ქემოკლიძემ.

გამოძიების ვერსიით, „შესაძლოა უწყების კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“. პენიტენციური სამსახური წერს, რომ დისციპლინური წარმოების ფარგლებში, გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები.

უწყების განმარტებით, საეჭვოა მსჯავრდადებულების – კახი მეტრეველისა და გიორგი ბაჩიაშვილის ერთ საკანში მოთავსების გადაწყვეტილებაც.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის წერილი გაავრცელა. წერილში ბიზნესმენი აცხადებდა, რომ 11 ივლისს გლდანის ციხის საკანში მისთვის უცნობი პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend