კატეგორიები

დავით რაზმაძე The New York Times-ის კორესპონდენტს ცილისწამებაში სდებს ბრალს

დავით რაზმაძე  The New York Times-ის კორესპონდენტს ცილისწამებაში სდებს ბრალს
გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ჟურნალისტი მას ცილს სწამებს.

“მე ალბათ ყველა საინფორმაციო საშუალებას გავცემ პასუხს ჟურნალისტის აშკარა ცილისწამებაზე! მაგრამ აქ დავაფიქსირებ, რომ არასოდეს ჩემი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არა დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ! ეს ჟურნალისტი შემრჩა ხელში, ,,სააკაშვილის ადვოკატი”! რუსეთის არსებობის მანძილზე არის დამპყრობი და მოძალადე! მისი მშვიდობის მყოფელობა წარმოუდგენელია! მათი ლიდერი პუტინი არის ეშმაკის მოციქული, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და არსებობა არაფერს წარმოადგენს”, – დაწერა სოციალურ ქსელში დავით რაზმაძემ.

ცნობისთვის, გამოცემა The New York Times-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საავტორო სტატია სათაურით, „როგორ გადავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის ფრონტის წინა ხაზზე“.

რამდენიმე ინტერვიუსთან ერთად, სტატიაში მოცემულია გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძის კომენტარი, სადაც ის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ამბობს:

“ისინი აქ მოვიდნენ მშვიდობისმყოფელებად და მადლობა ღმერთს რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მღდვლის მანქანაც კი მოიპარეს თუ ამის დაჯარება შეგიძლიათ. რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამდენად მეტ ზიანს გამოიწვევდნენ“, – ციტირებს New York Times-ი დავით რაზმაძეს.

სტატიის ამ ნაწილს, განსაკუთრებით კრიტიკული რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები