მთავარისაქართველო„ყირიმი ობამას დროს წაიღეს, საქართველოს დიდი ნაწილი კი ბუშის დროს. ჩემს დროს...

„ყირიმი ობამას დროს წაიღეს, საქართველოს დიდი ნაწილი კი ბუშის დროს. ჩემს დროს რა წაიღეს? არაფერი”, – ტრამპი საქართელოზე სუბრობს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მარკ ლევინთან აუდიო ინტერვიუში საქართველოს საკითხს შეეხო. კერძოდ აღნიშნა,რომ 2008 წელს საქართველოს მიწები რუსეთმა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს წაიღო და იგივე მოხდა 2014 წელს, ყირიმის შემთხვევაში, უკვე ბარაკ ობამას ადმინისტრაციისას.

ამ არგუმენტებით პრეზიდენტი ტრამპი მის წინამორბედებს აკრიტიკებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საკითხზე მედია აქტიურად  არ საუბრობს. აშშ-ის პრეზიდენტი აგრძელებს მშვიდობისმყოფელად პოზიციონირებას და იმეორებს, რომ მისი პრეზიდენტობა ამ მხრივ გამორჩეულია. აღნიშნავს იმასაც, რომ მან 6 ომი დამთავრება შეძლო და იმავეს გეგმავს რუსეთ-უკრაინის შემთხვევაშიც. აშშ-ის ლიდერი დარწმუნებულია, რომ მის პრეზიდენტობამდე პროცესები მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა.

„ულამაზესი ყირიმი უკრაინის გული და სული იყო. ობამამ კი თქვა, ის რუსეთისთვის დაეთმოთ, უთხრა მათ დანებებულიყვენ. დაფიქრდით ამაზე. მათ ეს ყველაფერი რუსეთს დაუთმეს. ეს ნამდვილად იყო კატასტროფული დასაწყისი ამ ქვეყნისთვის, ხანგრძლივი პერიოდით. მე რომ ეს მიწა დამეთმო, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა ჟურნალისა და გაზეთის გარეკანზე ვიქნებოდი. თუმცა ობამაზე არც კი საუბრობენ. წარმოგიდგენიათ? ისინი არც იმაზე საუბრობენ, რომ საქართველოს დიდი ნაწილი ბუშის დროს წაიღეს, მაგრამ ჩემს დროს რა წაიღეს? არაფერი“, – ამბობს პრეზიდენტი ტრამპი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend