პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“, საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელების მხრივ ამბიციური გეგმა აქვს.
პრიორიტეტად მან ასევე დაასახელა რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების შესაძლებლობა.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამეგრელოში ყოფნისას განაცხადა, სადაც შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას… ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი და მასშტაბური განვითარება შესაბამისად, გვექნება ბევრი სიახლე ამ უნივერსიტეტისთვისაც მომდევნო წლების განმავლობაში…“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე.
