კატეგორიები

გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე

გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე
61 წლის ასაკში ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია გაჩეჩილაძის ოჯახის წევრებმა უკვე დაადასტურეს.

წარმატებული ბიზნესსაქმიანობის შემდეგ, პოლიტიკური კარიერა ლევან გაჩეჩილაძემ 1999 წელს დაიწყო, როცა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2008 წლებში იყო საქართველოს მე-5, მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ლევან გაჩეჩილაძე იყო პარტია „ახალი მემარჯვენეების“ დამფუძნებელი და ლიდერი. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მან გაერთიანებული ოპოზიციის სახელით კენჭი იყარა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, სადაც, ცესკოს მონაცემებით, 25,6% მიიღო.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები