მთავარისაქართველოერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები უკვე ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 21 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

„დღეიდან აბიტურიენტებს საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლიათ, ნახონ აპელაციის შედეგები და ასევე გათანაბრებული და სკალირებული ქულები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებმაც ქულა ზღვართან ახლოს მიიღეს და ვერ გადალახეს ბარიერი, რადგან აპელაციის და ასევე გათანაბრების შედეგად იმდაგვარად შეიძლება შეიცვალოს მათი ქულები, რომ განაგრძონ მონაწილეობის მიღება კონკურსში“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცნეტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend