მთავარისაქართველოსაოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

“საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- წერია განხადებაში.

მანამდე, საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა ცხინვალის ე.წ.-მა „შინაგან საქმეთა სამინისტრომ“.

დეფაქტო „უწყების“ თანახმად, 33 წლის პირი დააკავეს „ტერიტორიაზე პატრულირების დროს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend