კატეგორიები

„საქსტატის“ თანახმად, საქართველოში გაზრდილია უმუშევრობის დონე

„საქსტატის“ თანახმად, საქართველოში გაზრდილია უმუშევრობის დონე
2025 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე გაზრდილია 0.6%-ით, 14%-მდე.

ინფორმაციას ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მათივე ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, გაზრდილია დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხვი შემცირდა და ახლა 422 000-ზე მეტს შეადგენს.

„საქსტატის“ მიხედვით, უმუშევრობის დონე მაღალია კაცებს შორის, თუმცა, საგულისხმოა, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქალებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 1.3%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმუშევრობის მაჩვენებლები დაითვალა საცხოვრებელი ზონების მიხედვითაც.

„საქსტატი“ აცხადებს, რომ ამ მხრივ, რიცხვები მზარდია ქალაქის ტიპის დასახლებებში, ხოლო უმუშევრობის დონე შედარებით შემცირებულია სოფლის ტიპის დასახლებებში.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები