სერბეთის ქუჩებში კვლავ ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვენ.
სერბეთში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გასულ დღეებში შეტაკებაში გადაიზარდა. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წანააღმდეგ მმართველი პარტიის მხარდაჭერები გამოვიდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ორი დღეა, სერბეთის სხვადასხვა ქალაქში აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს უპირისპირდებიან.
დაშავებულია ათობით ადამიანი. ასევე დაკავებულია ათობით დემონსტრანტი. სამმართალდამცველებმა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
„ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო იძაბება. ისინი ხალხისგან ამხელა წინააღმდეგობას არ ელოდნენ, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში. შეიძლება ამ ყველაფერმა მათზე ძალიან ცუდად იმოქმედოს,“ – ამბობს აქციის მონაწილე, ზორან ლუტოვაცი.
„ახლა არის ის დრო, როდესაც ყველანი უნდა გამოვიდეთ და ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და რომ მათი მცდელობა, ძალის გამოყენებით შეაჩერონ ხალხისა და სტუდენტების პროტესტი, არ გაამართლებს“, – ამბობს აქციის მონაწილე, ალექსა პეტკივიჩი.
სერბეთის ჩრდილოეთით, ნოვი-სადში, სადაც ვუჩიჩის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობა ცხრა თვის წინ დაიწყო, აქციის მონაწილეები მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ ოფისებში შეიჭრნენ, ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და დოკუმენტები გამოიტანეს. გასული დღეებისგან განსხვავებით, პარტიის ოფისებთან ვუჩიჩის მხარდამჭერი აქტივისტები პოლიცია მობილიზებული არ ყოფილა.
„დღეს დემონსტრაციებზე არ ყოფილან სერბეთის პროგრესული პარტიის ან მმართველი კოალიციის მხარდამჭერები. დემონსტრანტები შენობას, ასევე პოლიციას დაესხნენ თავს. ეს იყო სასტიკი თავდასხმა. უნდა აღვნიშნო, რომ პოლიციაზე მსგავსი მასშტაბური თავდასხმა მრავალი წელია, არ გვინახავს“, – განაცხადა სერბეთის შინაგან საქმეთა მინსიტრმა, ივიცა დაჩიჩმა.
დემონსტრანტების დარბევაზე საუბრისას პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთში სახელმწიფო გაიმარჯვებს. მისი თქმით ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეები ძალადობას ახალისებენ და ისინი საკუთარი ქვეყნის მტრები არიან. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საპროტესტო აქციები საზღვარგარეთიდანაა ორგანიზებული. თუმცა მას ამის მტკიცებულება არ წარმოუდგნია.