მთავარისაქართველოსაარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, 4 ოქტომბრის არჩევნებზე 14 პარტიაა რეგისტრირებული

საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, 4 ოქტომბრის არჩევნებზე 14 პარტიაა რეგისტრირებული

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად 17-მა პარტიამ მიმართა. ამ 17 პარტიიდან სამს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ განიხილა ყველა წარდგენილი განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, 14 პარტიაა რეგისტრირებული, რომელთაც მიენიჭათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ცესკოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 17-მა პარტიამ მიმართა. მათგან სამს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების, მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების წარდგენას, რომელსაც პარტია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს (არაუგვიანეს 4 სექტემბრისა), რის შემდგომაც დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend