მთავარიევროპასერბეთისერბეთში მეორე დღეა, მთავრობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის შეტაკებაა

სერბეთში მეორე დღეა, მთავრობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის შეტაკებაა

ორი დღეა, რაც სერბეთში მთავრობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის შეტაკებაა. ვითარება დაძაბულია. როგორც ცნობილია, ავტოკრატ პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის წინააღმდეგ ცხრა თვეზე მეტია, მიმდინარეობს დემონსტრაციები.

ბელგრადში სპეცრაზმმა  მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

როდესაც პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავება სცადა,  მომიტინგეებმა წყლის ბოთლები დაუშინეს.

ამავდროულად, ათასობით ადამიანი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში შეიკრიბა, მათ შორის ჩრდილოეთის ქალაქ ნოვი-სადში, ასევე პრეზიდენტ ვუჩიჩის მმართველი პარტიის ოფისებთან.

სპეცრაზმელები ცდილობენ ცალკეული მომიტინგეების განრიდებას აქციის სხვა მონაწილეებისგან, ბელგრადი, სერბეთი, 13 აგვისტო, 2025 წელი Copyright AP Photo/Darko Vojinovic

სერბეთის პრეზიდენტმა, მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა და სახელისუფლებო მედიამ მომიტინგეები არაერთხელ მოიხსენიეს „ტერორისტებად“, თუმცა ნოემბრიდან სერბეთში გამართულ საპროტესტო აქციებს ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა.

პრეზიდენტი ვუჩიჩი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად ერთმანეთის მოსმენა და გაგებაა საჭირო, „მომიტინგეები საშინელებებს სჩადიან ნოვი-სადში. ხელისუფლება მათ ამის საშუალებას არ მისცემს. მშვიდობისა და დისციპლინისთვის ბრძოლას ყოველთვის მოჰყვება გამარჯვება”. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სერბეთიც გაიმარჯვებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის, თქმით, დაახლოებით საღამოს 8 საათზე ნოვი-სადში, სტრაზილოვსკის ქუჩაზე, თავს დაესხნენ  სერბეთის პროგრესული პარტიის ოფისის წინ შეკრებილ მოქალაქეებსა და მხარდამჭერებს. „ამ დროისთვის დაშავებულია ერთი პოლიციელი, თუმცა შესაძლოა, მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს. პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა სცადა“.

სერბეთში სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები პირველად ნოემბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა. საზოგადოება მთავრობას  კორუფციაში ადანაშაულებს.

პროტესტის მონაწილე სტუდენტებმა ბოლო დროს დემონსტრაციებზე მომხდარი ძალადობის გამო მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის, დაჩიჩის, გადადგომა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend