კატეგორიები

ალასკაში დაგეგმილ სამიტამდე დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დისტანციურ შეხვედრას გამართავენ

ალასკაში დაგეგმილ სამიტამდე დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დისტანციურ შეხვედრას გამართავენ

ალასკაში დაგეგმილი სამიტის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, 13 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დისტანციურ შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას როგორც თეთრი სახლი, ისე უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ადასტურებენ.

როგორც ცნობილია, უკრაინისა და შეერთებული შტატების დისტანციურ შეხვედრას დაესწრებიან ევროპელი ლიდერებიც, რომლებმაც გუშინ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს.

მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი ბედი და ითხოვენ, რომ მოლაპარაკებებში ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩაერთოს. თავად ზელენსკი კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში კიევის ჩართულობის გარეშე ვერავითარი შეთანხმება ვერ მიიღწევა.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა
სხვა ამბები